თეგებით ძიება

ბრალის წარდგენის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, ჩაინიშნება სხდომა – ბექა ჯაიანის ადვოკატი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ადვოკატის თქმით, ჯაიანი ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, ამ წუთებში მას ბრალის დადგენილებას აცნობენ.

ადვოკატის ცნობით, ბრალის წარდგენის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, ჩაინიშნება სასამართლო სხდომა.

"ახლა შევხვდები ჩემ დასაცავ პირს, იქნება მხოლოდ ბრალის წარდგენა და ბრალის წარდგენის შემდეგ, უშუალოდ, გადმოგვეცემა საქმის მასალები, რომლებსაც გავეცნობით, ჯერ არ ვიცნობ საქმის მასალებს. 

გამომდინარე იქიდან, რომ, ამ ეტაპზე, [ბრალდებული] სარგებლობს დუმილის უფლებითა და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეც, დამატებით ინფორმაციას, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, ვერ მოგაწვდით. ბრალის წარდგენის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, ჩაინიშნება სხდომა". - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯაიანის ადვოკატმა.

18 სექტემბერს კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს. 

მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1998 წელს დაბადებული, 26 წლის ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა