თეგებით ძიება
20. 09. 2024 მსოფლიო

ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, კიევს რუსეთში დასავლური იარაღის გამოყენების უფლება მისცეს

19 სექტემბერს მიღებული არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შორი რადიუსის მქონე რაკეტებით თავდასხმების განხორციელების უფლება მისცენ.

დოკუმენტის მიღებას მხარი 131-ის წინააღმდეგ 425-მა დეპუტატმა დაუჭირა. 63-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტი ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვს, "დაუყოვნებლივ გააუქმონ შეზღუდვები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის დასავლური სისტემების რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე".

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების თავშეკავებულობა ძირს უთხრის უკრაინის მცდელობებს, დაიცვას თავისი ქალაქები და ინფრასტრუქტურა.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გაზარდონ უკრაინის დაფინანსება, გაზარდონ ჰუმანიტარული დახმარება და მეტი გააკეთონ ქვეყნის საზღვრებთან საჰაერო სივრცის დასაცავად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა