თეგებით ძიება

არ უნდოდა ხალხს გაეგო ამის შესახებ, ბოლო პერიოდში აღარც იცოდა ვინ ვიყავით, ვეღარ გვცნობდა - გიორგი გაბუნიას მონოლოგი დედაზე (ვიდეო)

ტე­ლე­წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ გა­და­ცე­მა­ში Post Factum, მო­ნო­ლოგ­ში, ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხის და დე­დის, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"სი­ა­მა­ყით ამ­ბობ­და ხოლ­მე, მე მზეს ვას­წრებ გაღ­ვი­ძე­ბა­სო. გა­მორ­ჩე­უ­ლად ენერ­გი­უ­ლი, მერ­ძო­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო ყო­ველ­თვის.

ბევ­რი რამე ჩემი წაყ­ვა­ნის სტილ­ში იმ­დე­ნად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მის­თვის, რომ ამის გამო სას­ტი­კად ვჩხუ­ბობ­დით. თვე­ე­ბიც კი გა­სუ­ლა ისე, რომ ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ ვლა­პა­რა­კობ­დით. ერთხელ, მახ­სოვს ღა­მით მო­მეს­მა ჩუმი ტი­რი­ლი. დედა ტი­რო­და, თა­ვის­თვის, ეგო­ნა, რომ არა­ვის ეს­მო­და, ლო­გინ­ში იჯდა და ჩუ­მად ქვი­თი­ნებ­და. არ მი­კი­თხავს - რა­ტომ. ვი­ცო­დი, რაც აწუ­ხებ­და, სა­კუ­თარ თავს ტი­რო­და, გა­მოგ­დე­ბულს, არა­სა­ჭი­როს, მი­ტო­ვე­ბულს, და­სუს­ტე­ბულს და და­ვი­წყე­ბულ სა­კუ­თარ თავს..ამის მერე იყო რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­კა­კუ­ნა და მი­თხრა, გი­ორ­გი, მე მალე მოვ­კვდე­ბი და არ მინ­და, ისე წა­ვი­დე, არ ვლა­პა­რა­კობ­დე­თო. მა­შინ ბო­ლო­ჯერ შევ­რიგ­დით და იმის მერე აღა­რას­დროს გვი­ჩხუ­ბია.

მამაჩემს მწვავე ინფარქტი აღმოაჩნდა, ძლივს გადავარჩინეთ და კლინიკაში დავტოვეთ. დედას არ ვეუბნებოდით მამას რა სჭირდა. როდესაც მან დააფიქსირა, რომ მისი ქმარი ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა, ისე განიცადა, რომ ჩაწვა ლოგინში და დახმარების გარეშე აღარასდროს ამდგარა.

მას საშინლად არ უნდოდა, რომ ხალხს ამის შესახებ გაეგო. ამიტომ ჩვენც ბოლომდე ვუფრთხილდებოდით და არავისთან ვამბობდით, რომ სინამდვილეში ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ მძიმე პაციენტად იქცა და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა.

ამას არ ვამბობდით მაშინაც კი, როცა სინამდვილეში ის ამას უკვე ვეღარც გაიგებდა. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა ვინ ვიყავით, ვეღარ გვცნობდა უბრალოდ. ვისაც ეს გამოცდილი აქვს იცის, როგორი მძიმე შეგრძნებაა, როცა პირველად აღმოაჩენ, რომ მშობელი ვეღარ გცნობს“ – ამბობს გიორგი გაბუნია.

ნელ-ნელა ფი­ზი­კუ­რად და გო­ნებ­რი­ვად გა­ი­ლია. იმ დღეს მე და ჩემი ძმა ახა­ლი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე ვი­ყა­ვით, ვი­ცო­დი, რომ ბოლო დღე­ებ­ში დედა გან­სა­კუთ­რე­ბით სუს­ტად გრძნობ­და თავს, ამი­ტომ, ჩა­წე­რის და­წყე­ბამ­დე მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კე მო­სა­კი­თხად. მა­მა­ჩემ­მა ტი­რი­ლით მი­პა­სუ­ხა, ასე გა­ნად­გუ­რე­ბულს რო­გორ ვუ­ყუ­როო, მე­უბ­ნე­ბო­და...ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და რე­აქ­ცია აღარ აქვს ჩემ­ზეო, საჭ­მელს ვაჭ­მევ და ძლივს ყლა­პავ­სო, უკვე წყლის გა­დაყ­ლაპ­ვაც კი უჭირ­სო. მამა და­ვამ­შვი­დე, რამ­დე­ნა­დაც შევ­ძე­ლი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ვუ­რეკ­ვა­დი მა­მა­ჩემს და ვა­მოწ­მებ­დი მდგო­მა­რე­ო­ბას. ექიმ­მა თქვა, გან­სა­კუთ­რე­ბულს აქ თქვენ ვე­რა­ფერს იზამთ, გა­აგ­რძე­ლეთ მოვ­ლა, რო­გორც აქამ­დე უვ­ლი­დი­თო.

რო­დე­საც ექი­მი წა­ვი­და, მა­მამ და ჩემ­მა დამ აბა­ნა­ვეს დედა, ახა­ლი პე­რან­გი ჩა­აც­ვეს და ისევ და­აწ­ვი­ნეს. გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა, რო­მელ­ზეც მე და ჩემი ძმა ვი­ყა­ვით, გვი­ა­ნო­ბამ­დე გაგ­რძელ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი იყო, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ვე­დით და მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კე, მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი, ხომ არ გძი­ნავთ-მეთ­ქი, ვკი­თხე, არაო, მი­თხრა, ორი­ვე გე­ლო­დე­ბი­თო. 15 წუთი დამ­ჭირ­და მშობ­ლე­ბის სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად, მაგ­რამ მე დე­დას ცო­ცხალს ვე­ღარ მი­ვუს­წა­რი. სახ­ლში რომ მი­ვე­დი, მა­მა­ჩე­მი დე­და­ჩემ­თან მი­ვი­და, მა­ნაც არ იცო­და... და უთხრა, აი, გი­ორ­გი მო­ვი­დაო, მაგ­რამ მას არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია აღარ ჰქონ­და...ორი­ვე მივ­ხვდით, რაც მოხ­და. ხმა­მაღ­ლა ტი­რი­ლი და­ი­წყო მა­მა­ჩემ­მა, ცხა­რე ცრემ­ლე­ბით. თავ­ზე ეფე­რე­ბო­და დე­დას და იმე­ო­რებ­და, "ჩემი ლა­მა­ზი", "ჩემი ლა­მა­ზი".

მე თვალ­წინ მიდ­გას, რო­გო­რი იყო დედა ბო­ლოს, სრუ­ლი­ად ჭა­ღა­რა, თეთ­რი, და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი და სა­შინ­ლად, სა­შინ­ლად გამ­ხდა­რი...უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში უცებ ჩა­მოდ­ნა, მე ჩა­ვე­ხუ­ტე და და­ვემ­შვი­დო­ბე, სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ან შე­იძ­ლე­ბა იმ მო­მენ­ტშიც კი წა­ვი­და, რო­დე­საც სახ­ლში ფეხი შევ­დგი.

რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, მისი საფ­ლა­ვი პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­ტა­ნი­ლი უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლით გა­ივ­სო, იქ იდგა მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მო­ტა­ნი­ლი დიდი გვირ­გვი­ნი, რო­მელ­საც ეწე­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან, იყო დიდი ყვი­თე­ლი თა­ი­გუ­ლიც, რო­მელ­საც ეწე­რა ბუბა კი­კა­ბი­ძის­გან, იყო სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის­გან ძა­ლი­ან ბევ­რი უსა­ხე­ლო ყვა­ვი­ლიც, მაგ­რამ მათ შო­რის არ იყო ერთი პა­ტა­რა თა­ი­გუ­ლიც კი, რო­მელ­საც იმ ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხე­ლი ეწე­რე­ბო­და, რო­მელ­შიც ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძემ 50 წელი გა­ა­ტა­რა და რომ­ლის სიმ­ბო­ლო­დაც ის იქცა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხე­ლით იქ არც არა­ვინ მო­სუ­ლა და არც არა­ვის მო­უ­სამ­ძიმ­რე­ბია.

დედა, მე ჩემი სა­კუ­თა­რი ხე­ლით დავ­ხა­ტავ იმ ყვა­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც შენი საფ­ლა­ვის ქვას შე­ამ­კობს, მე ასე მაქვს ეს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, შენი გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან ალ­ბათ, ისე­თი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­გო­რიც შენ თვი­თონ იყა­ვი, რო­გორც თოვ­ლზე ამო­სუ­ლი ყვა­ვი­ლი, იძი­ნე მშვი­დად, დედა, მანდ შენ უკვე აღა­რა­ფე­რი შე­გა­წუ­ხებს" - გი­ორ­გი გა­ბუ­ნია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა