თეგებით ძიება

26 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისში ბათუმელების მარში გაიმართება

26 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისში ბათუმელების მარში გაიმართება — მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით ბუკიას ბაღიდან დაიწყება.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო და ევროპული ღირებულებების მხარდამჭერებო!

გიწვევთ მარშზე, სადაც ბათუმელები ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე ნებას - გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები.

ბათუმი ოდითგანვე იყო მულტიკულტურული ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ჩვენი ქალაქის ისტორია - ეს არის ტოლერანტობის, კულტურათა დიალოგისა და პროგრესული აზროვნების ისტორია.

დღეს, როდესაც საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე, ჩვენ, ბათუმელები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ევროპულ იდენტობას. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი - ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობა და ჩვენი შვილების მომავალი.

მარშის დროს გავაერთიანებთ ხმას იმ ათასობით ბათუმელის სახელით, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები - დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა - წარმოადგენს ცხოვრების განუყოფელ ნაწილს", - აღნიშნულია ღონისძიებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა