თეგებით ძიება
18. 01. 2021 მსოფლიო

ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პოლიციამ გაიყვანა. რუსული მედიის ცნობით, ის დააკავეს. დაკავებისას ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ის გერმანიიდან დაბრუნდა.

ნავალნის ადვოკატს, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებები, მასთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს.

ჩასვლის შემდეგ, დაკავებამდე, ნავალნიმ თქვა, რომ ის მოხარულია სამშობლოში დაბრუნებით.

"ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა. არა მხოლოდ სიმართლე, სამართალიც ჩემ მხარესაა, იცით რომ ყველა საქმე ჩემ წინააღმდეგ ფალსიფიცირებულია." - თქვა ნავალნიმ. პოლიტიკოსმა ასევე თქვა, რომ თვითმფირნავის შეცვლილი მიმართულება და დაკეტილი აეროპორტი, კარგი დემონსტრირებაა იმისა, თუ რა ხდება რუსეთში დღეს - "საჭიროა ბრძოლა" - თქვა პოლიტიკოსმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა