თეგებით ძიება
18. 01. 2021 მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 95 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 95 042 229 შემთხვევა გამოვლინდა, 2 031 052 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 318 440 - გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 23 936 755 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 397 600 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა