თეგებით ძიება
18. 01. 2021 მსოფლიო

ჩინეთის ეკონომიკა კორონა პანდემიის მიუხედავად 2.3 %-ით გაიზარდა

მიუხედავად იმისა, რომ კოროანვირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც პოზიტიური შედეგი დადო და მისი ეკონომიკა 2020 წელს 2.3 %-ით გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ეკონომიკა გასული წლის ბოლო 3 თვეში გაძლიერდა და დაუბრუნდა კრიზისის წინა პერიოდში არსებულ ნიშნულს.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული განყოფილების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ნათელი გახდა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წლის ბოლოს 2020 წლის დასაწყისთან შედარებით 6.5 %-ით გაიზარდა. ეკონომიკა იმაზე მეტად გაძლიერდა, ვიდრე ის პანდემიის დაწყებამდე იყო. 2020 წლის ბოლო სამმა წარმატებულმა თვემ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი $15.7 ტრილიონი დოლარი გახადა. მიუხედავად პროგრესისა, ეკონომიკის ზრდის აღნიშნული მაჩვენებელი 1976 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ჩინეთი განვითარებულ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს არ შემცირებულა, მისი კონკურენტების შემთხვევაში კი აშკარაა ეკონომიკის მასშტაბური კლება. ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღება გამოწვეულია პოზიტიური დინამიკით ინდუსტრიულ სექტორსა და ვაჭრობაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა