თეგებით ძიება
18. 01. 2021 მსოფლიო

გერმანიაში კორონავირუსის ახალი მუტაცია გამოვლინდა

გერმანიაში, ბავარიის კლინიკაში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ამის შესახებ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, ria. საავადმყოფოს დირექტორმა, ფრანც ნიდერბიულმა განაცხადა, რომ გასულ კვირას სპეციალისტებმა კოვიდ 19-ის ნაცხებში აღმოაჩინეს ინფექციის ნორმიდან გადახრილი ნიმუშები. ბერლინის ლაობრატორიაში შესწავლა-დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ გერმანელ ექიმებს საქმე აქვთ SARS-COV-2 -ის ახალ შტამთან.

მედიცინის ექსპერტთა თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კოვიდ-19 უფრო ძლიერი ან კონტაგიოზური შეიძლება გახდეს. მათი თქმით, იანვრის ბოლოს იქნება დეტალური პასუხი ზემოხსენებულ ახალ მუტაციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე უცნობია თუ საიდან მოხდა ახალი შტამის გავრცელება.

ნიდერბიულმა მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კორონავირუსმა პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე 12 000-მდე მუტაცია განიცადა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა