თეგებით ძიება
18. 01. 2021 მსოფლიო

“მადამ ვიცე-პრეზიდენტი” – კამალა ჰარისის ფოტო, რომელსაც სკანდალი მოჰყვა

კამალა ჰარისი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალია, რომელიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაიკავებს.

სწორედ კამალა ჰარისი დაამშვენებს თებერვლის Vogue-ს ნომრის ყდას.

ყდის სურათები უკვე გავრცელდა ინტერნეტში და სკანდალიც მოყვა. რედაქციამ არჩევანი კამალას მთლიან ფოტოზე შეაჩერა, სადაც ჩანს, რომ მას კედები აცვია.

ჰარისის გუნდისა და მკითხველების ნაწილის აზრით, ვიცე პრეზიდენტის დაუფასებლობაა კედებით ყდაზე გამოტანა. თუმცა გამოცემა ამბობს, რომ მათ ჟურნალის ეს ვერსია უკვე ბეჭდვაში ჩაუშვეს.

“მადამ ვიცე-პრეზიდენტი” – კამალა ჰარისის ფოტო, რომელსაც სკანდალი მოჰყვა


სტატიის ავტორის თქმით, კამალა ჰარისმა გადაღებისთვის ყველა დეტალი თავად შეარჩია.

სკანდალი მოჰყვა ასევე კიდევ ერთ დეტალს: საზოგადოება თვლის, რომ ჟურნალის დიზაინერმა, კამალა ჰარისს ყდის ფოტოზე სახე ზედმეტად გაუნათა. მათი აზრით, ამ ეფექტით გამოცემამ ხაზი გაუსვა ვიცე-პრეზიდენტის ფერადკანიანობას.





"პრაიმამბები"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა