თეგებით ძიება
18. 01. 2021 მსოფლიო

ალექსეი ნავალნი - არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე მომავლისთვის

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნიმიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

„არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის. მათ ეშინიათ თქვენი ქუჩაში გამოსვლის. ეს არის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ამიტომ, არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში. გამოდით ქუჩაში არა ჩემთვის, არამედ საკუთარი თავისა და მომავლისთვის“, – აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მას დღეს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ნავალნი 2020 წლის აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამლეს, რის შემდეგაც ბერლინის კლინიკაში მკურნალობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა