თეგებით ძიება
19. 01. 2021 მსოფლიო

კორონავირუსის ვაქცინების განაწილებაში მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა - ჯანმოს ხელმძღვანელი

კორონავირუსის ვაქცინის განაწილების მხრივ, მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა,- ამის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„პირდაპირ ვიტყვი, კორონავირუსის ვაქცინის განაწილების მხრივ, მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა. დამოკიდებულება – „პირველი მე“ მსოფლიოს ღარიბ და ყველაზე დაუცველ მოსახლეობას რისკის ქვეშ აყენებს. ეს მარცხი უღარიბეს ქვეყნებში სიცოცხლისა და საარსებო წყაროების ფასად დაგვიჯდება“, – აცხადებს გებრეიესუსი.

გებრეიესუსმა ქვეყნებსა და მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით ვაქცინის დოზების სამართლიანად გავრცელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვაქცინის სამართლიანად გადანაწილების პერსპექტივა „სერიოზული რისკის“ ქვეშ არის.

როგორც ჯანმოს ხელმძღვანელი აცხადებს, ამან „კოვაქსის“ ფარგლებში დაგეგმილი მიწოდება შესაძლოა, შეაფერხოს და შექმნას სწორედ ისეთი სცენარი, ქაოტური ბაზრით, არაკოორდინირებული რეაქციით და განგრძობადი სოციალური და ეკონომიკური ნგრევით, რის თავიდან ასაცილებლადაც „კოვაქსი“ შეიქმნა.

მისი თქმით, ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით გასულ წელს 44, მიმდინარე წელს კი სულ მცირე 12 ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა