თეგებით ძიება
19. 01. 2021 მსოფლიო

FBI: " ქალი, რომელმაც კაპიტოლიუმში ნენსი პელოსის ლეპტოპი მოიპარა, კომპიუტერის რუსებზე მიყიდვას ცდილობდა"

ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თქმით, დაკავებულია ქალი, რომელმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის დროს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ლეპტოპი მოიპარა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი კომპიუტერის გაყიდვას რუსებზე ცდილობდა. რაილი ჯუნ უილიამსის დაკავება პენსილვანიაში მოხდა. მას ბრალად სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოში ძალადობით შეღწევა და კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგი დარღვევა ედება ბრალად.

FBI-ს თქმით, არსებობს მოწმე, რომელიც აცხადებს რომ იგი რაილისთან ადრე რომანტიულ ურთიერთობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, რაილიმ განიზრახა, რომ მეგობრისთვის გაეგზავნა კომპიუტერი რუსეთში, რომელიც შემდგომში გეგმავდა, რომ ლეპტოპი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის მიეყიდა იგი.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპიუტერის გადაგზავნა ვერ მოხერხდა გაურკვეველი მიზეზებით და ამჟამად ის ან ვილიამსის ხელშია, ან უკვე განადგურებული აქვს. მოწმემ FBI-ის აჩვენა ვიდეო, რომელზეც ვილიამსის მიერ ლეპტოპის მოპარვის მომენტია ასახული.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმშ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ- ისნი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებდნენ და ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებნდნე. არეულობის დროს 5 ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა