თეგებით ძიება
19. 01. 2021 მსოფლიო

გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს

გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს. კორონავირუსის ახალი მუტაცია განსხვავდება იმისგან, რომელიც მანამდე სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად საშიში და მომაკვდინებელია ის.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ვირუსის აქამდე უცნობი შტამი ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, 35 პაციენტს აღმოაჩნდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მოადგილე კლემეს სტოკლაუზნერი აცხადებს, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„უნდა დასრულდეს ნიმუშის სრული სეკვენირება. ამ ეტაპზე უცნობია, ვრცელდება თუ არა ეს მუტაცია უფრო სწრაფად ან იწვევს თუ არა ის უფრო სერიოზულ გართულებებს“, - განაცხადა სტოკლაუზნერმა.

ვირუსის ნიმუშები შემდგომი შესწავლის მიზნით ბერლინში, „შარიტეს“ კლინიკაში გადაიგზავნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა