თეგებით ძიება

სპეცოპერაცია ქარელში და 8 თვის წინ მომხდარი გახმაურებული დანაშაულის დეტალები - 43 წლის კაცი ე.წ. კანონიერმა ქურდის ბრძანებით მოკლეს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ფოთში, მომხდარი სასტიკი კვლელობსითვის ძებნილი პირი ქარელში დააკავეს.
ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ, რადგან სპეცოპერაცია კომენდატის საათის დროს ჩატარდა. მათ არ იციან, რა უნდოდა ძებნილს ამ სოფლეში.

გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ვაჟა ტყებუჩავას მოკვლის ბრძანება ე.წ. კანონიერმა ქურდმა, ბონდო ბაირამიდმა გასცა. ოჯახი ამბობს, რომ დანაშაულში 7-9 პირი მონაწილეობდა, დაკავებული კი ამ დროისთვის მხოლოდ ხუთია.

"ამას ყველაფერს ქანთარია ხელმძღვანელბდა ისე სადისტურად, გინებით. ჩააგდეს მანქანაში და წაიყვანეს, მერე ჩვენ ვეძებდით 3 საათი, არ ვიცოდით, სკოლაში მიუყვაიათ, ხუთია დაჭერილი, კიდევ ორია დასაჭერი, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ესენი ყველანი უნდა დაისაჯონ", - ამბობს გარდაცვლილის მამა.

მკვლელობა 2020 წლის 2 ივლისს მოხდა, რა დროსაც 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა ახლობლის პანაშვიდიდან გაიტაცეს, სასიკვდილოდ სცემეს და ნაგავსაყრელზე დატოვეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა