თეგებით ძიება
19. 01. 2021 მსოფლიო

სატვირთო მანქანამ გზის პირას ჩაძინებულ მუშებს გადაუარა- გარდაცვლილია 15 ადამიანი

15 მიგრანტ მუშას, რომელთაც ავტომაგსიტრალთან მდებარე ტროტუარზე ეძინათ, სატვირთო ავტომობილმა გადაუარა. აღნიშნული ფაქტის შედეგად, რომელიც დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარატში მოხდა 15-მდე მუშა გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა აგრეთვე 6 ადამიანი, რომელთაგან რამდენიმე მათგანი ამ დრომდე იბრძვის სიცოცხლისთვის. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია სატვირთოს შეჯახებამ ტრაქტორთან, რომლის შემდეგაც მძღოლმა ავტომობილზე მართვის კონტროლი დაკარგა.

BBC-ის ინფორმაციით, მუშები რაჯასთან ჩრდილოეთ პროვინციიდან იყვნენ და რამდენიმე დღიანი შეუსვენებელი მუშაობების შემდეგ მოსასვენებლად წამოწვნენ გზაზე.

ბრიტანული მედიის თქმით, ხშირია ინდოეთში მსგავსი შემთხვევა, როდესაც მიგრანტი მუშები წვანან გზის პირზე არსებულ ტროტუარებზე და ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი ხდებიან ხოლმე. გასულ წელს 16 მუშა გარდაიცვალა მაჰარაშტრას შტატში, როდესაც სატვირთო მატარებელმა ლიანდაგებზე ჩაძინებულებს გადაუარა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა