თეგებით ძიება

დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა, ნუ აყვებით ჭორებს და იქნებ გვიშველოს – მეუფე ნიკოლოზის მოწოდება მრევლს

მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით წინასწარი შეფასებები არასწორია, რადგან ჯერ ქვეყანაში ვაქცინა არ შემოუტანიათ და ამავე დროს, ყოველწუთს რაღაც იცვლება.

“მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ეს ვაქცინა ფიზიკურად. ვაქცინას ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია. რომ მოაღწევს და დადგება საკითხი, რომ გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები, რაც ჩვენ ყველას გვაინტერესებს. დავუსვათ ეს კითხვები ექიმებს და ვნახოთ რას გვიპასუხებენ ექიმები და მერე გადავწყვიტოთ. წინასწარ ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ რაც არ ვიცით. ყოველ წუთში რაღაც იცვლება, დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნება გვიშველოს”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.



"პრაიმტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა