თეგებით ძიება

თბილისის მერი ჭავჭავაძის ურნებზე: აბა ის მოსწონდა ხალხს?! ვირთხები, სუნი, ვიზუალზე არც ვსაუბრობ

ჭავჭავაძის გამზირი თავის მიწისქვეშა ურნებით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმსა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება. თავისი მიწისქვეშა ურნებით, აბა რა, ის მოგწონდათ და ის მოსწონდა ხალხს, ვირთხები, თაგვები, სუნი, ვიზუალურ მხარეზე საერთოდ არ ვსაუბრობ. აბა კითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს მოსწონთ თუ არა. მაგრამ თქვენ, კონკრეტულად მხედველობაში მაქვს ოპონენტები, სამარცხვინო ტელევიზიები, რომლებიც ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხართ დაკავებული, რომ ყველაფერი კარგი ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, მშენებლობა ნგრევად, დახმარება არა დახმარებათ, მაგრამ, ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში", - განაცხადა კახი კალაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა