თეგებით ძიება

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ოპოზიციას შორის კინკლაობა"- ზაალ უდუმაშვილი

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ოპოზიციას შორის კინკლაობა" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს.
"ცუდი საყურებელია რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს, თუმცა საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ყველამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ყველა პოლიტიკოსი ასეც მოიქცევა. ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა, ძალიან მალე გახდება ნათელი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი საზოგადოება მიიღებს - ვინ არის მართალი და მტყუანი.

რაც შეიძლება დროულად უნდა დასრულდეს ოპოზიციას შორის კინკლაობა და ჩვენ რეალურ საქმეებზე უნდა გადავერთოთ, რაც ჩვენი მთავარი მოთხოვნის - ახალი არჩევნების ჩანიშვნას გულისხმობს. ის რაც დღეს ხდება, ხელს მხოლოდ მმართველ პარტიას აძლევს.

რაც შეეხება ჩვენს პოზიცის პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა."



წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა