თეგებით ძიება

"ღირსების საკითხია, ვიდგეთ ნატალია ილიჩოვას გვერდით"- აქცია ციხესთან კარტოგრაფებისთვის ბრალის დაზუსტების პარალელურად

ამ წუთებში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალის დაზუსტების პროცესი მიმდინარეობს. უცნობია რა ტიპის ცვლილებები შევა საქმეში.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურია.

"ეს ფაქტი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ 4 თვის წინ როდესაც ეს ადამიანი დააკავეს, პროკურატურა არ იყო ჩამოყალიბებული რას ედოვებოდა, არამედ, მათი მიზანი იყო სახელდახელოდ დაეწყოთ გამოძიება, წაეყენებინათ ბრალი და გაეშვათ ციხეში", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე აღნიშნავს, რომ ბრალში რაიმე სახით "გარეჯის ფორმულირებას" ნაკლებად ელოდება.

"ივანიშვილის განცხადება [დავით ხიდაშელთან დაკავშირებით] შეგვიძლია შევაფასოთ კიდევ ერთხელ ზეწოლად როგორც სასამართლოზე, ისე საგამოძიებო ორგანოებზე, როდესაც ის ადამიანი, რომლიდანაც ეს საქმე მომდინარეობს არის გმირად დასახელებული, ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ არ იყო კეთილი ნება და არ მოხერხდა ივანიშვილის დაკითხვა ამ საქმზე", - თქვა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.

ამის პარალელურად რუსთავის ციხესთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა თქმით, კარტოგრაფები სინდისის პატიმრები არიან.

ქალთა კოლონიასთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერ აქციას შეუერთდდა ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, განცხადებით, საზოგადოების ღირსების საკითხია ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერა.

"დღეს ძალიან მინდა, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ქალბატონ ნატალიას, რომ მარტო არ იგრძნოს თავი. მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენი საზოგადოების ღირსების საკითხია, ვიდგეთ ქალბატონი ილიჩოვას გვერდით. ჩვენ ვაპროტესტებთ წარმოუდგენელ ძალადობრივ უსამართლობას, რასაც ხელისუფლება ჩადის. არ არსებობს არც ერთი საფუძველი იმისა, რომ ეს ადამიანები აქ იყვნენ. მათ აბრალებენ უმძიმეს რამეს, დასაბუთების გარეშე. ჩვენ არ მოვასვენებთ იმ პროკურორებსა და იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის შეიწირეს ადამიანები", - აცხადებს ხოშტარია.

აქციაზე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, მელაშვილი და ილიჩოვა წინა ხელისუფლების დისკრედიტაციის გამო არიან დაკავებულები.

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რამხელა უსამართლობას აქვს ადგილი, როდესაც ეს ორი ადამიანი, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ამორალური ბრალდებით დაკავებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ასე დაჭირდა პროპაგანდას. პროპაგანდა, რომელიც გაავრცელეს წინასაარჩევნოდ, წინა ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას - ეს ადამიანები და ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი არის სისტემის მსხვერპლი, მახინჯი მართლმსაჯულების სისტემის მსხვერპლი", - აცხადებს დეკანოიძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა