თეგებით ძიება
20. 01. 2021 მსოფლიო

ბედნიერების გაკვეთილები, ბუნებით ტკბობა - 4 ყველაზე უჩვეულო საგანი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში ისწავლება

ზოგი ქვეყნის სკოლებში, ჩვეულებრივ საგნებთან ერთად, სასკოლო პროგრამაში უჩვეულო საგნების სწავლება შემოიღეს. ჩვენს მიმოხილვაში გთავაზობთ 4 ყველაზე უჩვეულო საგანს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები სწავლობენ.

იაპონია - ბუნებით ტკბობა

იაპონიის სკოლებში ბავშვებს ბუნებით ტკბობას ასწავლიან. საგნის „ბუნებით ტკბობა“ მიზანია მოსწავლეებს ბუნებრივი გარემოს სილამაზე დაანახოს, რომელსაც გლობალური კომპიუტერიზაციის გამო, თანამედროვე ბავშვები უბრალოდ ვერ ამჩნევენ. გაკვეთილების დროს ბავშვები ეცნობიან ფლორისა და ფაუნის განვითარებას და ურთიერთქმედებას, წლის ბოლოს კი გამოცდებსაც აბარებენ.

ბედნიერების გაკვეთილები, ბუნებით ტკბობა - 4 ყველაზე უჩვეულო საგანი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში ისწავლება


გერმანია - ბედნიერების გაკვეთილები

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში ბედნიერების გაკვეთილები ტარდება. უჩვეულო საგანი ჯერჯერობით, გერმანიის ყველა სკოლაში არ დანერგილა, მაგრამ ჰაიდელბერგის ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სკოლის დირექტორი თავად ატარებს ბედნიერების გაკვეთილებს. მოსწავლეების მთავარი ამოცანაა საკუთარ თავთან ჰარმონიულად ცხოვრება ისწავლონ, საკუთარ გულს მოუსმინონ და უბრალოდ ბედნიერად ცხოვრებას ეცადონ. ამ საგანში გამოცდები არ ტარდება, მაგრამ თითოეულმა მოსწავლემ წლის ბოლოს უნდა განახორციელოს საკუთარი პროექტი: გადაიღოს „კეთილი“ ვიდეო ან ქველმოქმედებით დაკავდეს.



ისრაელი: კიბერ ომის თეორია და პრაქტიკა

ისრაელის სკოლებში ბავშვები სპეციალურ კურსს - კიბერუსაფრთხოებას გადიან. ამ გაკვეთილის დანერგვის მიზეზი ბავშვების კიბერდამოკიდებულება გახდა, რაზეც მშობლების გარდა, ექიმებმაც დაიწყეს საუბარი. თეორიისა და პრაქტიკის გაკვეთილებზე სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სოციალურ ქსელებში, როგორ მოახდინონ კომენტარებზე სწორი რეაგირება და ა.შ. საგნების უმეტესი ნაწილი ეთმობა კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებას და მასთან ბრძოლას.



მეფუტკრეობა ბაშკირეთში

ბაშკირეთში ასზე მეტი სკოლაა, რომელსაც საკუთარი საფუტკრეები აქვს. მეფუტკრეობის გაკვეთილებზე ბავშვებს ფუტკრის მოვლას, თაფლის შეგროვებას და მსგავს საკითხებს ასწავლიან. ფაქტია, რომ ბაშკირის რესპუბლიკა მსოფლიოში თაფლის წარმოების მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად ითვლება და იმისათვის, რომ ეს საპატიო წოდება არ დაკარგონ, საგანმანათლებლო დაწესებულებაში უჩვეულო საგნის შემოღება გადაწყვიტეს.



ამის გარდა, ავსტრალიის სკოლებში ბავშვებს სერფინგს ასწავლიან, სომხეთის სკოლებში ეროვნულ ცეკვებს, ხოლო აშშ-ში „სამეცნიერო აღმოჩენებს“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა