თეგებით ძიება
20. 01. 2021 მსოფლიო

ქალაქი მილიონი ადამიანისთვის, რომლის ქუჩებშიც მანქანები არ ივლიან - საუდის არაბეთის პრინცი 170 კმ სიგრძის ქალაქის აშენებას გეგმავს

საუდის არაბეთი ამბიციურ პროექტს იწყებს - აშენდება 170 კმ სიგრძის ქალაქი, რომლის ქუჩებში არ ივლიან მანქანები, ჰაერს არ დააბინძურებს გამონაბოლქვი, მოსახლეობისთვის კი ნებისმიერ საჭირო პუნქტამდე მისვლა მაქსიმუმ 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულდეს.

მოსახლეობისთვის 380 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ქალაქში გადაადგილება - დანიშნულების ადგილამდე მისვლა და უკან დაბრუნება, მაღალსიჩქარიანი ტრანსპორტის საშუალებით, 20 წუთის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. ახალ დასახლებაში იქნება ყველა საჭირო მომსახურება - სკოლები, სამედიცინო კლინიკები, დასასვენებელი ადგილები, უამრავი მწვანე ზონა.

ქალაქი მილიონი ადამიანისთვის, რომლის ქუჩებშიც მანქანები არ ივლიან - საუდის არაბეთის პრინცი 170 კმ სიგრძის ქალაქის აშენებას გეგმავს


საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, ქალაქს "ხაზი" ერქმევა. ამასთან, ქალაქის ცხოვრებაში ხელოვნურ ინტელექტს უმნიშვნელოვანესი როლი ექნება.


"რუთავი 2"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა