თეგებით ძიება
20. 01. 2021 მსოფლიო

მეგობრებმა 11 წლის ბიჭი სიკვდილისთვის გაწირეს - ტრაგედია, რომელმაც მოზარდი კიდურების გარეშე დატოვა

11 წლის ბიჭმა ორივე ფეხი დაკარგა მას შემდეგ, რაც იგი მიმავალი სატვირთო მატარებლის ქვეშ ჩავარდა. არკადი აქსენოვი ლიანდაგზე დაეცა, რის შემდეგაც მას ფეხებზე მატარებლის ვაგონებმა გადაუარეს. არასრულწლოვანს მარცხენა ფეხი სრულად მოწყვეტილი ჰქონდა, ხოლო მარჯვენა კი მძიმე დაზიანების ფონზე ექიმებმა მოაჭრეს.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი არკადი -5 გრადუს ტემპერატურის ფონზე 1 საათის განმავლობაში იწვა ლიანდაგზე. იგი მეორე მატარებლის მემანქანემ შეამჩნია, რომელიც შეჩერდა, პირველადი დახმარება აღმოუჩინა არკადის და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. არასრულწლოვანი 2 კვირის განმავლობაში ხელოვნურ აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა მისმა ორგანიზმმა უმძიმესი ტრავმები და ოპერაციები წარმატებით გადაიტანა და მას გონება დაუბრუნდა.

ბიჭის დედამ, მარია პეტროვამ განაცხადა, რომ მასთან ერთად 12 და 14 წლის ასაკის ბიჭები იმყოფებოდნენ, რომლებიც შემთხვევის შემდეგ გაიქცნენ და არკადი სიკვდილისთვის გაწირეს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია ე.წ ტრიუკმა რომელიც ტრაგიკულად დასრულდა 11 წლის ბიჭის მიერ-მან სახიფათო ილეთის შესრულების დროს თავი ვერ შეიკავა და მატარებლის ვაგონიდან ჩავარდა.

ბავშვის დედის თქმით, არკადის მისმა მეგობრებმა აიძულეს, რომ ზემოხსენებული სახიფათო ილეთი შეესრულებინა, რაც თითქმის ფატალურად დასრულდა. 11 წლის არკადის მშობელი ითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არასრულწლოვანი ბიჭების წინააღმდეგ.

newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა