თეგებით ძიება
20. 01. 2021 მსოფლიო

რაღაც ფორმით დავბრუნდებით - ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველ ლედისთან ერთად თეთრი სახლი დატოვა. ტრამპმა ფლორიდაში გამგზავრებამდე ენდრიუსის ავიაბაზაზე შეკრებილ მოქალაქეებს ბოლოჯერ მიმართა.

"ეს დიდებული ქვეყანაა. ჩემთვის უდიდესი პატივია და პრივილეგია, რომ ვიყავი თქვენი პრეზიდენტი. მე ყოველთვის ვიბრძოლებ თქვენთვის, მე მოგისმენთ და გეტყვით, რომ ამ ქვეყნის მომავალი ამაზე უკეთესი არასდროს ყოფილა. მე მომავალ ადმინისტრაციას დიდ იღბალსა და წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მათ დიდი წარმატება ექნებათ. მათ აქვთ საფუძველი, რომ შთამბეჭდავი საქმეები აკეთონ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, წარმოუდგენელი იყო და ამ ყველაფერს თქვენს გარეშე ვერ შევძლებდი. ასე, რომ ნახვამდის. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. ჩვენ რაღაც ფორმით დავბრუნდებით“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ახლა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას ტრამპი არ ესწრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა