თეგებით ძიება
20. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფიცი დადო

აშშ-ის რიგით 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფიცი დადო.

ინაუგურაციას, რომელიც ამ წუთებში ვაშინგტონში მიმდინარეობს, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ესწრება.

ქალაქში გადაკეტილია ქუჩების ნაწილი. ასევე, დაკეტილია ათზე მეტი მეტროსადგური.

კორონავირუსის გამო, შეზღუდულია ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობა. ჯერ კიდევ კაპიტოლიუმის შტურმამდე, ბაიდენის ინაუგურაციის კომიტეტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დარჩნენ შინ, რათა თავიდან აიცილონ ხალხმრავლობა. დახურული იქნება ვაშინგტონის ეროვნული პარკი, სადაც აღიმართა 200 ათასი დროშა.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა ვირტუალურად ჩატარდება.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის ფიცის დადები შემდეგ, არლინგტონის სასაფლაოზე გაემართება, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. როგორც მოსალოდნელია, არლინგტონის სასაფლაოზე ბაიდენთან ერთად იქნებიან ყოფილი პრეზიდენტები – ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი. არლინგტონის სასაფლაოდან აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თეთრი სახლისკენ გაემართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა