ალო, მამიკო, იცი, ჩვენ დედა მოვკალით - რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ონლაინ მუშაობის გამოცდილების შესახებ წერს და ერთ-ერთ ოჯახში ოჯახში მომხდარ ფაქტს იხსენებს:
"კოვიდინფექცია, კოვიდიზოლაცია და კოვიდფსიქოზი ოჯახებში...
ონლაინ სწავლება, მუშაობა, მოკთხვები, სიყვარული, ჩხუბი, ქეიფი და ... უამრავი კურიოზი და თავგადასავალი.
ერთ-ერთ საყვარელ ოჯახში განვითარებული სცენა უნდა მოგიყვეთ, ცოტა ვიხალისოთ ჩვენი პატარების მიერ მოწყობილი სურპრიზებით. დედა ონლაინ მუშაობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელსაც მთელი სამსახური ელოდება მოუთმენლად,ზის დივანზე ლეპტოპთან, წერს ელვისებური სისწრაფით, გვერდზე ტელეფონი უდევს, რომელიც გამუდმებით წკაპუნობს, განუწყვეტლივ მოდის SMS-ები---ცოტა სწრაფად, გელოდებით, დეპარტამენტის უფროსს ეჩქარება და ასე შემდეგ...
სახლში ორი ჰიპერაქტიური უსაყვარლესი ბავშვი დაჰქრის, გგონიათ მხოლოდ იატაკზე??? ოთახიდან ოთახში, დივანზე, მაგიდებზე, ჭაღზე, სკამიდან სკამზე, ქვაბიდან ქვაბში... პერიოდულად ბიჭი ლეპტოპს თხოულობს, გოგონა ტელეფონს, რომელიც დედას სჭირდება (ინფორმაციებს ღებულობს, ზარებს პასუხობს) ხან ერთ მხარზე ააცოცდება, ხან მეორეზე, უჩეჩავს თმებს, ბიჭი დედის ირგვლივ დახტუნაობს და იმეორებს ერთი და იგივეს: ლეპტოპი მინდა, მშია, მომაქციე ყურადღება, მე რა შვილი არ ვარ??? გოგონა ბოლო ხმაზე გაჰკივის მომეცი ტელეფონი, ჩამირთე იუთუბი, ჩემი საყვარელი მულტფილმი.
მამა სამსახურშია... ნერვებაწეწილი დედა, მშიერი (მოუცლელობისგან) ინფორმაციული, ემოციური სტრესის და ხმაურის გამო გრძნობს, რომ თანდათან ძალიან ცუდად ხდება, ვეღარ მუშაობს, სტკივა თავი, აქვს ღებინეის შეგრძნება, მოკლედ კოლაპტოიდური მდგომარეობა ვითარდება, ნელ-ნელა გადადის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხუჭავს თვალებს, ლაპარაკის უნარს კარგავს და აღარ რეაგირებს ბავშვების ხმაურზე.
გაბედნიერებული ბავშვები იტაცებენ გაჯეტებს, ბიჭი ლეპტოპს, გოგონა ტელეფონს და სხედან გაყუჩებულები... მორიგი ზარი ტელეფონზე, გოგონა პასუხობს, ამჯერად მამიკოა... ალო????? მამიკო იჩიიი, ჩვენ დედიკო მოვკალით... დუმილი.....რააა??? დამალაპარაკე სასწრაფოდ დედა... ამ დროს ბიჭი უყვირის დას, რატომ იტყუები, მე კი არა, შენ მოკალი...
მამა ხმას უმაღლებს - დაამალაპარაკეთ დედააა, თან ფიქრობს, ნეტა მოასწრო სადილის გაკეთება??? და მორბის სახლში... თანდათან ყველაფერი ლაგდება, ბავშვები გაყუჩულები არიან, მამამ დედა მოასულიერა, სადილი მზად დახვდა და თვითონაც გამოიხედა თვალებში, რაც მთავარია ყველა ცოცხალია...
მაგრამ როდემდე??? როდემდე გაუძლებს ეს ხალხი ასეთ ყოფას???? თითქმის ყველა ოჯახში ხომ ერთიდაიგივე ხდება, დარიგებაში და ჭკუის სწავლებაში, თეორიულ შეგონებებში მაგრები ვართ, პრაქტიკულად ურთულესია ამ მდგომარეობების მართვა და თანდათან უფრო გართულდება!!! გვიმტყუნებს ნერვები!!! მაგრამ ცოტაც უნდა მოვითმინოთ, ავიტანოთ, გავუძლოთ! კოვიდპანდემია მალე დაიჩოქებს კაცობრიობის წინაშე", - წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.