თეგებით ძიება
21. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ის ისტორიაში პირველად ეროვნული დაზვერვის სამსახურს ქალი უხელმძღვანელებს

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ევრილ ჰეინსი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 84-მა სენატორმა. 10 წინააღმდეგი იყო.

51 წლის ევრილ ჰეინსი პირველი ქალია, რომელიც აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას უხელმძღვანელებს. მისი კანდიდატურა პრეზიდენტა ჯო ბაიდენმა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე წარადგინა.

2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა