თეგებით ძიება

ევროპარლამენტარი: რუსეთთან კომუნიკაცია შეუძლებელია თუ არ გადაიხედება ტერიტორიების ოკუპაცია

ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინკსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გამოეხმაურა, რომლის გადაწყვეტილებაც დღეს, 21 იანვარს საქართველოს დროით 14:00 საათზე გახდება ცნობილი და განაცხადა, რომ თუ რუსეთს ევროსაბჭოში ყოფნა სურს, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც უნდა შეასრულოს. ლაგოდინსკი იმედოვნებს, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპიდან მიიღებს.

როგორც "ფორმულასთან" საუბარში ლაგოდინსკი აცხადებს, თეორიულად, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია რუსეთთან შეუძლებელია თუ არ გადაიხედება კონფლიქტები და ტერიტორიების ოკუპაცია.

2008 წელს იუსტიციის სამინისტროს სახელით შესული სახელმწიფოთაშორისი სარჩელით საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრების დაცვის, განათლების, მიმოსვლის თავისუფლების დარღვევაში."ვიმედოვნებ, დღევანდელი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპიდან იქნება მიღებული. თეორიულად, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია რუსეთთან შეუძლებელია თუ არ გადაიხედება კონფლიქტები და ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის გავითვალისწინოთ რუსეთის მეზობელი ქვეყნების ინტერესები და არ დავივიწყოთ ისინი გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების გამო, ეს არ მეტყველებს ჩვენს ევროპელობაზე. თუ ვლაპარაკობთ რუსეთზე დღის წესრიგში უნდა იყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის საკითხიც", - აცხადებს ლაგოდინსკი.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა