თეგებით ძიება

მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა მიმართულია ქვეყნის აქტიურ საერთაშორისო პოლიტიკაში დაბრუნებასა და და ოლიგარქიური მმართველობების წინააღმდეგ - კალოიანი

ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევას ეხმაურება.

კალოიანის თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ახალი პრეზიდენტის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ ბაიდენის დოქტრინა მიმართულია აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე.

„ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ახალი, 46-ე პრეზიდენტის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ორპარტიული ძალიან აქტიური და სტაბილური მხარდაჭერა აშშ-სგან, მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა არის მისი დაბრუნება აქტიურ საერთაშორისო პოლიტიკაში, ადამიანების უფლებების, სამართლიანი არჩევნების და ოლიგარქიური მმართველობების წინააღმდეგ და ჩვენ იმედი გვაქვს ამ არჩევას ამერიკაში ექნება საქართველოზე ძალიან დადებითი გავლენა.“ - განაცხადა კალოიანმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა