ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი! - ლომჯარია
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ომბუცმენი ნინო ლომჯარიაც ეხმიანება და ფაქტს საქართველოს მოქალაქეებისთვის უფლებების დაცვის საკითხში უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად აფასებს:
"ვულოცავ ჩვენ ქვეყანას ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას! ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი!" - აღნიშნავს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.
წყარო:newposts.ge