თეგებით ძიება

ვუსამძიმრებ თეა წულუკიანს, ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა - ნანუკა ჟორჟოლიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"მთავარი არხის" ტელეწამყვანი, გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანი, სალომე ზურაბიშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, დამარცხდა.

"სტრასბურგში პროცესი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ მოიგო. ჩვენ გავიმარჯვეთ! კონკრეტული ადამიანების დამსახურებით და მათ შორის Tina Burjaliani შენ იყავი ერთ-ერთი მთავარი. მადლობა!

ვუსამძიმრებ თეა წულუკიანს. ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა. ისევე როგორც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყველა, ვინც ამბობდა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ.

ვულოცავ ყველა ქართველს გამარჯვებას. ყველას ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ეს ქვეყანა უყვარს! მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ და პოლიტიკურ კუთვნილებას", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა