აღსრულდა ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე, მთავარი შენ იყავი, მე კიდე - შენი მინისტრი - ნიკა გვარამია თინა ბურჯალიანს სტრასბურგის გადაწყვეტილებას ულოცავს
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს, თინა ბურჯალიანს, სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ულოცავს.
"Tina Burjaliani აღსრულდა ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე. აწი შეგვიძლია შვილიშვილებს დაველოდოთ, ამბების მოსაყოლად, გილოცავ!
მთავარი, რა თქმა უნდა, შენ იყავი. მე კიდე - შენი მინისტრი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.