თეგებით ძიება

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა დაიწყოთ. შემოსავლის ძირითადი წყაროს პარალულურად, შეიძლება დამატებითი შემოსავლის პოვნის შანსი მოგეცეთ. შესაძლოა, ფინანსური შემოსავალი მიიღოთ, რომელსაც არ ელოდით.

კურო
სამსახურში აქტიურობას ატ გირჩევთ. უმჯობესია ეს დღე, მშვიდად გაატაროთ და აქტიურობის საშუალება სხვებს მისცეთ. ეცადეთ მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერა მოიპოვოთ. მხოლოდ ძალების გაერთიანებით და კოლექტიური მოქმედებებით შეძლებთ გეგმები განახორციელოთ.

ტყუპები
ამ დღეს შეგიძლიათ ახალ პროექტზე მუშაობა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაზე ზრუნვა დაიწყოთ. თუ საინტერესო შემოთავაზება მიიღეთ, დიდხანს ნუ იფიქრებთ და აუცილებლად დათანხმდით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებისთვის.

კირჩხიბი
გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ნებისმიერ საქმეში შედეგის მისაღწევად, დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ. ეს იმედგაცრუებისგან დაგიცავთ. ეცადეთ სიტუაცია კარგად შეისწავლოთ და ურთიერთობა დაამყაროთ დამიანებთან, რომელთა დახმარება შეიძლება მომავალში დაგჭირდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველაფერი მოძველებული, უსარგებლო და ზედმეტი თავიდან მოიცილოთ.

ლომი
ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვიღაც ან რაღაც გიშლით. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი შესაძლებლობები ვერ გათვალოთ და კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობის არასწორი ფორმა შეარჩიოთ. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე არ დაკარგოთ.

ქალწული
თუ გეგმის განხორციელებას ამ დღეს აპირებთ, ამის გაკეთება სხვების დახმარების გარეშე უნდა მოახერხოთ. გირჩევთ სხვების რჩევებზე მეტად, საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ერიდეთ ინტექციურ და ვირუსულ დაავადებებს.

სასწორი
ხელსაყრელი დროა მოგზაურობის, სწავლისა და სამართლებრივი დავების მოსაგვარებისთვის. ერიდეთ ექსპერიმენტებს და საქმეებს, რომლებზეც ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. ერიდეთ ინიციატივის აღებას დსა ლოდინის მდგომარეობას დასჯერდით.

მორიელი
ამ დღეს ბევრი საქმის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ ახალი საქმე არ უნდა დაიწყოთ, სანამ ძველს არ დაასრულებთ. საუკეთესო დროა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. დღის პირველ ნახევარში რომანტიკული პაემანი გელით.გირჩევთ აქცენტი სერიოზული ურთიერთობების დამყარებაზე აიღოთ.

მშვილდოსანი
მთელ დღეს შეხვედრიდან შეხვედრაზე სიარულს მოანდომებთ - ძველი ნაცნობები თავს შეგახსენებენ და ახლები გამოჩნდებიან. შესაძლებელია შექმნილმა ვითარებამ ეშმაკობის გამოვლენა მოითხოვოს - იძულებული გახდებით კავშირი დაამყაროთ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგწონთ. არახელსაყრელი დროა სარისკო ფინანსური ტრანსაქციებისა და კრედიტით შესყიდვებისთვის.

თხის რქა
ამ დღეს საქმე მშვიდად და აუჩქარებლად უნდა აკეთოთ, რომ შეცდომები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ პროფფესიულ საკითხსბსაც გაუმკლავდეთ და ოჯახის წევრებსაც ზრუნვა არ მოაკლოთ. მოერიდეთ ურთიერთობას ადამიანებთან, ვისი მანერებიც გაღიზიანებთ. ამ დღეს აქტიურ მოქმედებებს ჯობს, რომ დააკვირდეთ და გააანალიზოთ.

მერწყული
შესაძლოა, ამ დღეს დაუფიქრებელი სიტყვით ვიღაც დაუმსახურებლად გაანაწყენოთ. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ. არ დაკარგოთ ბიზნესის გაფართოვების, სასარგებლო კონტაქტების დამყარების, პარტნიორებთან ან უფროსებთან პერსპექტივების განხილვის შანსი. ეს დღე ხელსაყრელია ყველაფრისთვის, რაც პირად ურთიერთობებთან არის დაკავშირებული.

თევზები
ამ დღესყველა პრობლემა აჩქარებას და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. გირჩევთ მშვიდად იმოქმედოთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. მოსალოდნელია ალკოჰოლით მოწამვლა, ამიტომ სპირტიან სასმელებს უნდა ერიდოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა