პრეზიდენტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.
„საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, 2008 წლის ომიდან 12 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა“ , – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.