თეგებით ძიება

პიკი გადავიარეთ - ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე

ჩვენ პიკი გადავიარეთ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა შემთხვევების რაოდენობის კლება ამას, ტიკარაძე პასუხობს:

"დიახ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ჩვენ პიკი გადავიარეთ. თუმცა, ეს არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საფუძველს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი ზაფხუზლე, როდესაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გარკვეულწილად იყო დაძლეული ის სირთულეები, რომლებიც კოვიდ 19-ს ახასიათებს. ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ჩვენი სამოქმედო გეგმა, თუმცა ამ ეტაპისთვის გვაქვს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი და არა უმეტესი", - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა