თეგებით ძიება
22. 01. 2021 მსოფლიო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს მხარი 581 დეპუტატმა დაუჭირა, 50 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 44-მა კი თავი შეიკავა.


ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს “მნიშვნელოვნად გააძლიერონ ევროკავშირის შემზღუდავი ზომები რუსეთის მიმართ “, რაც “ფიზიკური და იურიდიული პირების” სანქცირებას გულისხმობს, რომლებიც მონაწილეობდნენ ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისა საქმეში.

სანქციები ასევე უნდა დაწესდეს რეჟიმთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქების, პრეზიდენტ პუტინის უახლოესი გარემოცვისა და რუსული მედიის პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც აქტივებს ევროკავშირში ფლობენ და ამჟამად, იქ მოგზაურობა შეუძლიათ.

ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა

ევროპარლამენტარები ხაზს რუსეთთან თანამშრომლობის კრიტიკული განხილვის მნიშვნელობას უსვამენ, მაგალითად – გაზსადენი Nord Stream 2. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს დაუყოვნებლივ შეაჩეროს სადავო მილსადენის მშენებლობის დასრულება. ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირი აღარ უნდა იყოს გაურკვეველი წარმოშობის რუსული სიმდიდრისთვის ადგილი.

ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის გათვალისწინებით, პარლამენტი ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირმა ავტორიტარული რეჟიმებისგან დემოკრატიისა და ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად, ეს იმპულსი ტრანსატლანტიკური ერთიანობის გასამყარებლად უნდა გამოიყენოს.

საბოლოოდ, რეზოლუცია მოითხოვს ალექსეი ნავალნის და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლად და უპირობოდ გათავისუფლებას, იქნება ეს ჟურნალისტი, მისი გუნდის წევრი თუ მოქალაქეები, რომლებიც მას მხარს უჭერენ.” – აღნიშნულია ევროპარლამენტის გვერდზე.


“პრაიმტაიმნიუსი”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა