თეგებით ძიება
22. 01. 2021 მსოფლიო

საფრანგეთში ჩასული პირებისთვის კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო იქნება

საფრანგეთში ჩასული პირებისთვის კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, დამატებითი რეგულაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებზეც გავრცელდება. საფრანგეთში შესვლის მსურველებმა „კოვიდ-19“-ზე ტესტი გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათისა უნდა გაიკეთონ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსით სამ მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიამ 72 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით, საფრანგეთი მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.


1ტვ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა