ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ის და ლევან იოსელიანი სავარაუდოდ არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.
„დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ გვაქვს მზაობა, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, მათაც დაადასტურეს გუშინ ეს მზაობა. მას შემდეგ, საღამოს დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. მითხრა, რომ სურვილის შემთხვევაში, დღეს 11:00 საათზე მოვსულიყავით მე და ლევან იოსელიანი. სურვილი ისევ დავადასტურეთ, მოვედით. რამდენადაც ვიცი, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან გვექნება მე და ლევან იოსელიანს შეხვედრა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.