თეგებით ძიება
22. 01. 2021 მსოფლიო

BLOOMBERG: " ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კოვიდ-19ის საწინააღმდეგო ვაქცინის 56.7 მილიონი დოზაა გამოყენებული"

მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე დიდი კამპანია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 52 ქვეყანაში უკვე 56.7 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღეს ადამიანებმა. ყოველდღიურად 2.85 მილიონი ადამიანის აცრა მიმდიანარეობს საშუალოდ. ამის შესახებ მონაცემებს BLOOMBERG-ი აქვეყნებს. ვაქცინაცია აშშ-ში 2020 წლის 14 დეკემბერს დაიწყო და მას შემდეგ 18.4 მილიონი დოზა ვაქცინა იქნა გაკეთებული ამერიკელი მოსახლეობისთვის.



საშუალოდ ყოველდღიურად 939 973 ადამიანი იკეთებს აცრას. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ში მოსახლოების 18-ზე %-ია უკვე ვაქცინირებული.

აშშ-ს შემდეგ მოდის ჩინეთი, სადაც 15 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოსახლოების 1 %-ს შეადგენს.

ყველაზე სწრაფი ტემპით ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე აიცრა 2.9 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 32 %-ს შეადგენს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა