ანატოლი ბიბილოვი: სტრასბურგის სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა. ასე შეაფასა მან სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
ბიბილოვის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცალმხრივი, პოლიტიზირებული დოკუმენტია. „ეს გადაწყვეტილება იმ იმედით არის მიღებული, რომ ბევრს შეიძლება აღარც ახსოვდეს 12 წლის წინ მომხდარი ამბავი. ამ დოკუმენტს სინამდვილესთან ძალიან ცოტა რამე აქვს საერთო და ის ნაკარნახევია კოლექტიური დასავლეთის ანტირუსული კურსით, რომელიც ერთი წამითაც კი არ დაფიქრდა შეაფასოს საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაული" - ამბობს ბიბილოვი.
"პია.ჯი"