კარტოგრაფების საქმე - რა ჩვენება მისცა სალომე ზურაბიშვილმა
როგორც უკვე ცნობილია, ე.წ. კარტოგრაფების საქმეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩვენებაც დევს.
როგორც ირკვევა, ქვეყნის მთავარსარდალი 12 იანვარს გამოიკითხა. ჩვენებაში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინ როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საზღვრის დადგენის საკითხებზე მომუშავე კომისიას არასდროს დასწრებია და არ იცის ამ კომისიის მუშაობის შინაარსი.
რაც შეეხება თუმცა, საზღვრის სადაო ნაწილებსა და საზღვრის შეთანხმების საკითხებზე ის აზერბაიჯანის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე საუბრობდა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მაგრამ საზღვრის კონკრეტული მონაკვეთების შეთანხმება იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ის მინიტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა.
მისი თქმით, მან პრეზიდენტ სააკაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ მოლაპარაკებებში უკვე პრეზიდენტებიც ჩართულიყვნენ.
ჩვენებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ იცის რა მოხდა ამის შემდეგ, რადგან მან მალევე დატოვა თანამდებობა.
"ვინაიდან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხარეთა შორის იყო შესათანხმებელ მონაკვეთებზე პოზიციების სხვადასხვაობა და აღნიშნული გარკვეულწილად აფერხებდა დელიმიტაციის პორცესს დაავაყენე საკითხი, რომ ხსენებული საკითხები მინისტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა და აუცილებელი იყო გადაწყვეტილება მიღებულ ყოფილიყო ორივე ქვეყნის პირველი პირების მეირ, რაზეც იგი დამეთანხმა.
მე ჩემის მხრივ აღნიშნულის შესახებ გადავეცი საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, ჩემთვის უცნობია გადასცა თუ არა აღნიშნული საკითხი ჩემმა კოლეგამ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს, ჩემთვის ასევე უცნობია, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ საკითხებს შესაბამისი პირების მხრიდან, ვინაიდან მე ამ შემთხვევიდან მალევე დავტოვე დაკავებული თანამდებობა", - წერს სალომე ზურაბიშვილი ჩვეენბაში.
პროკურატურის კითხვას, ესწრებოდა თუ არა ის 2005 წელს ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას და თუ იყო იქ საუბარი საზღვრის შეთანხმებაზე, კონკრეტულად რომელ მონაკვეთებზე - სალომე ზურბაშვილი პასუხობს არ ახსოვს მსგავსი საუბარი გამართულიყო, თუმცა არ გამორიცხვას, რომ სააკაშვილი კოლეგასთან მსგავს თემაზე შეთანხმებულიყო.
"მინდა აღვნიშნო, რომ იმჟამინდელი პრეზიდენტის მხრიდან რაიმე სახის დავალება აზერბაიჯანსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით არ მიმიღია, ასევე არ მახსენდება ისეთი შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს საზღვირს საკითხებზე ესაუბრათ. და მე დავსწრებოდი ამ შეხვედრას, თუმცა არ გამოვრიცავ, რომ ასეთი შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გამართულიყო", - წერს ზურაბიშვილი ჩვენებაში.
შენიშვნა: საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ჩვენებას "მთავარი არხი" ავრცელებს
წყარო:newposts.ge