თეგებით ძიება

ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან მოიხსნება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ავიარეისები პირველი თებერვლიდან აღდგება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიჩნიეთ შესაძლებლად და გადავწყვიტეთ, რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები გავაუქმოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვხედავთ ისე, რომ არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი. ასევე, ვმსჯელობთ როგორ შევამსუბუქოთ სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში. უახლოეს მომავალში, უკვე გაზაფხულიდან, ვფიქრობ შევძლებთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა