23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ენერგიით სავსე ხართ და დიადი საქმეების კეთებას გეგმავთ. ნებისმიერი, თუნდაც ალიან რთული მდგომარეობიდან წარმატებული გამოხვალთ. ბიზნეს საქმიანობა სასურვეწლ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და კოლეგებთან ურთიერთობისთვის.
კურო
სამსახურში ყველაფერი დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ჩაივლის. შესანიშნავი დროა წარსულის ანალიზისა და დასკვნების გამოტანისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ახლა გულწრფელი საუბრების დრო არ არის. დიდი ალბათობით, თქვენს ნათქვამს ვიღაც თქვენს წინააღმდეწგ გამოიყენებს.
ტყუპები
ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. ეცადეთ თქვენი ანალიტიკური უნარი სწორად გამოიყენოთ. სავარაუდოდ, ადრე დაწყებული სამუშაო წარმატებით დასრულდება. გავლენიანი ადამიანების მხრიდან მოულოდნელი მხარდაჭერა და მფარველობა გელით.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი და რთული ამოცანები გელით, მაგრამ შესანიშნავად გაუმკლავდებით. ეცადეთ თქვენი აზრი თქვენს უფროსებს თავზე არ მოახვიოთ. დღის მეორე ნახევარში გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. იზრდება სხვადასხვა ანთების განვითარების ალბათობა.
ლომი
პირად ცხოვრებასთან და სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად ყურადღების კონცენტრირება და მეტი აქტიურობა მოგიწევთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა პრობლემებმა თავი შეგახსენოთ. მოსალოდნელია ოჯახის რომელიღაც წევრთან უთანხმოება, რამაც შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. ამ პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშჭირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
ქალწული
ვარსკვლავების ვარაუდით, ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არ უნდა დარჩეთ და პრობლემების გადაჭრას მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით უნდა შეუდგეთ. ეცადეთ მთელი დღე სამსახურში არ გაატაროთ. აუცილებელია გამონახოთ დრო დასვენებისთვისა და გართობისთვის და შეავსოთ სასიცოცხლო ენერგიის მარაგი, რომელიც მალე დაგჭირდებათ. სასურველია ის ადგილები მოინახულოთ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ.
სასწორი
ამ დღეს დიდია პროფესიონალური შეცდომების დაშვების რისკი, ამიტომ რაც შეიძლება ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. ბოლოს და ბოლოს იგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა. ხელსაყრელი დროა ცხოვრების კეთილმოწყობისთვის, რემონტის დაწყებისა და სასურველი ნივთების შეძენისთვის.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა პირადი გეგმების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, განათლებისა და ფიზიკური აღზრდის სფეროში. შესაძლოა, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სპორტულ კლუბში გაწევრიანების სურვილი გაგიჩნდათ. ხელსაყრელი დროა სამარხვო დიეტის დასაწყებად.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემები ელის. გამორიცხული არ არის, რომ ცოტა ხნით სამსახურის დატოვება და ლოგინში წოლა მოგიწიოთ, თუმცა ავადმყოფობა ხანმოკლე და მსუბუქი იქნება. გირჩევთ დღის ბოლოს ოჯახის წევრებთან მნმიშჭვნელოვან თემებზე საუბარს მოერიდოთ.
თხის რქა
გირჩევთ პროფესიულ სფეროში აქტიურობა და რთული საქმეების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. ეს პერიოდი დასვენებისთვის უფრო ხელსაყრელია. თუ სახლში რემონტის დაწყებას გეგმავთ, რამდენიმე დღე უნდა მოიცადოთ, რადგან ახლა შესაძლოა, რაღაც არასწორად გააკეთოთ და ფინანსურად დაზარალდეთ.
მერწყული
ეცადეთ, რომ ამ დღეს სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. თავი შეიკავეთ კამათში ჩარევისგან. მოსალოდნელია უმნიშვნელო საკითხებზე უთანხმოება კოლეგებთან და უფროსებთან. მხოლოდ საკუთარ ლოგიკას ენდეთ და ის სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. ხელსაყრელი დროა საბუთების გაფორმებისთვის.
თევზები
გირჩევთ ამ დღეს დიდი დრო დაუთმოთ კოლეგებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან ან ნაცნობებთან ურთიერთობას. ეცადეთ უყურადღებოდ არც ერთი თხოვნა დაგრჩეთ. ხელსაყრელი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პროფილაქტიკური ღონისძძიებების ჩატარებისთვის. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი სუფთა ჰაერზე გაატაროთ.