თეგებით ძიება

გურამ შეროზია: ვისაც რეალურად "არ ვევასები" იმას ალბათ მაგრად ვკიდივარ და აღარც კი ახსოვს ჩემი არსებობა

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"დაფიქრებულხართ: რატომ არსებობენ ჰეითერები?

ანუ, როცა ვიღაცებს დასდევენ და ლანძღავენ, სძულთ, ცდილობენ ცხოვრება გაუმწარონ.

როცა შეუძლიათ დააიგნორონ მარტივად, არც თავად დააწყდებათ ნერვები, არც სხვას გადასცემენ ნეგატიურ ენერგიას.

არავინ მძულს დედამიწის ზურგზე, ბევრს დაუშავებია ჩემთან მიმართებით, მძიმედაც კი და მაქსიმუმი "შურისძიება" ისაა, რომ სამუდამოდ გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან და აღარასდროს გადავიკვეთოთ, აბა სულ ჩხუბში და კივილ-წივილში თუ ვიქნები მეც ხომ დავზარალდები?

რა ვერსიები გაქვთ?

ადრე შევთანხმდით მე და ჩემი მეგობარი, რომ ჰეითერი ლატენტური ფანია. ანუ, უყვარხარ ისე, რომ ვერც კი ხვდება და აგრესიით გამოხატავს, თან ვერც გელევა.

ამიტომ მიყვარს ყველა, მოყვარეც, მოძულეც, თორემ ვისაც რეალურად "არ ვევასები" იმას ალბათ მაგრად ვკიდივარ და აღარც კი ახსოვს ჩემი არსებობა", - წერს გურამ შეროზია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა