თეგებით ძიება

კვირას, 24 იანვარს, 14:00 საათზე, კანცელარიასთან! – საერთო სახალხო პროტესტი შეზღუდვების წინააღმდეგ

შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო პაიკიძე, სოციალურ ქსელში აქციის დროს აცხადებს:

“კვირას, 24 იანვარს, 14:00 საათზე, კანცელარიასთან!”

ალექსანდრე პაიკიძის, თქმით, ამ აქციაზე არ იქნება წარმოდგენილი, რომელიმე ერთი სფეროს წარმომადგენლები მხოლოდ და ეს საერთო სახალხო პროტესტია. მისი თქმით მას უამრავი ადამიანი უკავშირდება და გამოთქვამს მზადყოფნას, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მიმართოს პროტესტის ამგვარ ფორმას.

ალექსანდრე პაიკიძის თქმით, ეს აქცია იქნება გამაფრთხილებელი ხასიათის და ხელისუფლებას დროს მისცემენ დასაფიქრებლად, თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, მერე უკვე მშვიდობიანი აქციები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

პარალელურად, უამრავი ადამიანი წერს სოციალურ ქსელში, რომ ქუჩაში გამოვლენ, თუ ხელისუფლებამ მათი ხმა ისევ არ შეისმინა.

მიშა კაჭკაჭიშვილი (“გამარჯვებული საქართველოს” წევრი), ამბობს, რომ 1 თებერვლიდან იგი “კომენდანტის საათს” არ დაემორჩილება და არც ის არის მარტო ამ მოსაზრებაში.

ხელისუფლებას საკუთარი მომხრეებიც ღიად მოუწოდებენ დაფიქრებისკენ და სთხოვენ, გადახედონ გადაწყვეტილებებს!



“ალია”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა