თეგებით ძიება

ლომი ქალი - თან­და­ყო­ლილი სი­ა­მა­ყე და დი­დე­ბუ­ლე­ბა, ცე­ცხლის სტი­ქი­ის ჭეშ­მა­რიტი წარ­მო­მად­გე­ნელი

ლომი ქალი, რო­გორც წესი, თან­და­ყო­ლი­ლი გე­მოვ­ნე­ბით და უზა­დო სტი­ლის გრძო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ბუ­ნე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით რომც არ და­ა­ჯილ­დო­ოს, ქალი ლომი ყო­ველ­თვის იპოვ­ნის გზას სა­ი­მი­სოდ, რომ სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა გარ­შე­მო მყოფ­თათ­ვის შე­სამ­ჩნე­ვი და პა­ტივ­სა­ცე­მი გა­ხა­დოს.

ლომი ქა­ლე­ბი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით, ჭკუ­ი­თა და შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ისი­ნი შე­სა­შუ­რი ოს­ტა­ტო­ბით იკე­თე­ბენ ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რას და ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ, სა­კუ­თარ თავს, რაც შე­იძ­ლე­ბა მაღ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი და კომ­ფორ­ტუ­ლი სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნან.

ქალი ლო­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, მა­მა­კაც­თა მხირ­დან ყუ­რა­დღე­ბის და თაყ­ვა­ნის­ცე­მის ნაკ­ლე­ბო­ბას არა­სო­დეს გა­ნიც­დის. მათ­თვის ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, მხურ­ვა­ლე რო­მა­ნის მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟად ყოფ­ნა. თუმ­ცა, ოჯახს ბევ­რი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ გვი­ან ასაკ­ში ქმნის. ამის მი­ზე­ზი, ალ­ბათ ისი­ცაა, რომ მო­მიჯ­ნა­ვე ნიშ­ნის - ქალ­წუ­ლის გავ­ლე­ნით, ბევ­რი ლომი ქა­ლის პი­რად რუ­კა­ში ფი­გუ­რი­რებს ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა, რაც ადა­მი­ანს მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას, მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა­სა და გა­და­მე­ტე­ბულ პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბას ანი­ჭებს. სწო­რედ ამის მი­ზე­ზია, რომ ლომი ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი, სა­კითხს და­ო­ჯა­ხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­ტი­ვად არა­სო­დეს წყვეტს, უფრო მე­ტიც ბევ­რი მათ­გა­ნი ხში­რად მარ­ტოც რჩე­ბა, სა­კუ­თა­რი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მომ­თხოვ­ნე­ლო­ბის და მბრძა­ნებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ.

თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი ლომი ქალი, არა­სო­დეს კარ­გავს, თან­და­ყო­ლილ სი­ა­მა­ყეს და დი­დე­ბუ­ლე­ბას. რო­გორც ცე­ცხლის სტი­ქი­ის ჭეშ­მა­რიტ წარ­მო­მად­გე­ნელს, ლომ ქალ­საც ახა­სი­ა­თებს სი­ფი­ცხე და პე­რი­ო­დუ­ლად სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის აშ­კა­რა აფი­ში­რე­ბა. თუმ­ცა უნა­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე ეჭი­როს, მის­თვის ნე­ბის­მი­ერ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა­ზე მაღ­ლა დგას.

ქალი ლომი ყო­ველ­თვის დიდი სა­მე­გობ­რო წრი­თაა გა­რე­მო­ცუ­ლი, მისი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ხა­სი­ა­თი და დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბი, ბევრ ადა­მი­ანს იზი­დავს მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად. გა­საკ­ვი­რი არაა ის ფაქ­ტიც, რომ ეს ქა­ლე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად იკა­ვე­ბენ, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბობ­რივ პოს­ტებს. ლო­მის­თვის უფ­რო­სის სა­ვარ­ძე­ლი და ზო­გა­დად, მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში აღე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა და იგი ამას არა­სო­დეს შე­უ­შინ­დე­ბა.

ქალი ლომი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, გა­რეგ­ნულ იმიჯ­ზე ზრუნ­ვას­თან ერ­თად, ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნეც შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტენ­სი­ვო­ბით აი­მაღ­ლოს. თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, როცა იგი ამა თუ იმ სა­კი­თხში საკ­მა­რის ცოდ­ნას არ ფლობს, არა­სო­დეს გა­იხ­დის თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სა­ცი­ნად უაზ­როდ წა­მოს­რო­ლი­ლი რეპ­ლი­კე­ბით და სა­კუ­თა­რი უცო­დინ­რო­ბის აშ­კა­რა დე­მონ­სტრი­ტე­ბით.

ქალი ლომი მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ვე­ლი დე­დაა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბი­თა და წინსვლით ძა­ლი­ან ამა­ყობს. თუმ­ცა, შვი­ლებ­ზე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ზრუნ­ვა და ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა, მას ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს. სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ლომი დე­დის შვი­ლე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი იზ­რდე­ბი­ან და ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის აღ­წე­ვენ და­სა­ხულ მიზ­ნებს. რი­თაც მათი დედა ლომი უზო­მოდ ამა­ყობს.


"ასტროლოგი.ჯი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა