"მთავრობა ყვ...ბს იფხანს, თქვენი ლარიც - ხელფასიცა და პენსიაც - ტუალეტიც ქაღალდად იქცა" - თენგო გოგოტიშვილი
ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ და სოციალური პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"პური, რომელსაც 1 ლარად ვყიდულობდი, გახდა 1.20.
წვენი, რომელსაც 6.50 ლარად ვყიდულობდი, გახდა 7.90.
რძე, რომელსაც 3.90 ლარად ვყიდულობდი, გახდა 4.40.
ბენზინი, რომელსაც აგვისტოში 1.89 ლარად ვყიდულობდი, გუშინ გახდა 2.46 - გაძვირდა თითქმის 60 თეთრით, ანუ 30%-ით!
იმავეს თქმა შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს - თქვენც გაგიძვირდათ ბენზინი, პური, კარაქი, კვერცხი, გაზი, დენი და სხვა ყველაფერი.
თქვენი ლარიც - ხელფასიცა და პენსიაც - ტუალეტიც ქაღალდად იქცა.
არავინ იცის, რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი ცალკე ვირუსის, ცალკე ქოცის თავყლეობის გამო.
თვალთხარიამ კარანტინი კიდევ ერთი თვით გადაგიწიათ და არავის წკმუტუნიც არ ისმის.
მთავრობა, პირდაპირი მნიშვნელობით, ყვერებს იფხანს და ამისთვის ტელევიზიას აჯარიმებს.
ტრაკში ამოისვეს 8 მარტის შეთანხმება.
პოლიტპატიმრებს ბრალდებას უმძიმებენ.
მთავარი ოპოზიციური ტვ-ს დირექტორს სასამართლო განუახლეს.
ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღეს ქვეყნიდან არ გაუშვეს, ეგეთი ხოში გვაქვს და გვკიდია, რას ფიქრობო.
ერთადერთი თემა, რომელიც ქვეყანაში განიხილება, ელისაშვილის პარლამენტში შესვლა-არშესვლაა. თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს, სუფრაზე ჯონჯოლი იდება თუ არა.
და ამ ყველაფრიდან რა? ოპოზიცია რომ პარლამენტში არ შესულიყო, მთელი იმ წიოკის საბოლოო ამოცანა იყო? თუ ამის შემდეგ უნდა დაეწყო მთავარი მოქმედება? და თუ უნდა დაეწყო, სადაა და რას აპირებს? ვინმეს რამე გაგიგონიათ? მე - არა.
დასკვნა ისეთი მაქვს, როგორიც არ მინდა, მქონდეს - ამ ქვეყანას ჰყავს ძალიან არასწორი ოპოზიცია და ძალიან სწორი ხელისუფლება.
ზუსტად ისეთი, როგორსაც იმსახურებს და ითხოვს.
და შესაბამისი მშიერი 4-მილიონიანი ნახირი, რომელიც საზოგადოებად ვერ ჩამოყალიბდა", - წერს ფეისბუქზე ჟურნალისტი.