24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეებში სიჩქარეს უნდა მოუკლოთ - თქვენი ყველა მოქმედება წარმატებული არ იქნება. ახლა ყველაზე მთავარია თავი შეიკავოთ ნეგატიური ემოციების გამოვლენისგან. უმჯობესია თქვენი ენერგია ურთიერთობის გარკვევის ნაცვლად, შემოქმედებითი მიზნებისკენ მიმართოთ. მაგალითად, სახლი საფუძვლიანად დაასუფთავეთ, ავეჯი გადააადგილეთ და ინტერიერი გახალისეთ და ბოლოს, მაღაზიებში გაისეირნეთ და საყვარელ ადამიანებს საჩუქრები უყიდეთ.
კურო
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების იმ ასპექტების შეცვლა, რომელიც არ მოგეწონთ. უარი არ თქვათ გეგმებზე, რომლებიც ერთი შეხედვით, წარუმატებელი გეჩვენებათ. შეიძლება თავდაპირველად, მოვლენები თქვენს სასარგებლოდ არ განვითარდეს, მაგრამ საბოლოოდ, თქვენი გეგმების განხორციელებას შეძლებთ.
ტყუპები
შესაფერისი დღეა დაუსრულებელი საქმეების დასრულებისა და საქმიანი დოკუმენტების მოწესრიგებისთვის. გირჩევთ ადრე დაშვებული შეცდომების ანალიზი დაიწყოთ. გამორიცხული არ არის სირთულეები პირად ცხოვრებაში. ძველი წყენის გამო, შესაძლებელია ნათესავებთან ურთიერთობაში გაუგებრობა მოხდეს.
კირჩხიბი
შესაფერისი დღეა ინფორმაციის მიღებისა და დამუშავებისთვის. ეცადეთ უფრო მჭიდრო კავშირში იყოთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მშობლებთან - ისინი შეცდომისგან დაგიცავენ. მოერიდეთ მარტოობას და გაამრავალფეროვნეთ თქვენი თავისუფალი დრო. სასურველია დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან მეგობრებს ესტუმროთ, რომლებიც დიდი ხანია ამას გთხოვენ.
ლომი
ეს დღე შეიძლება სიურპრიზთს ან მოულოდნელ ინციდენტს უკავშირდებოდეს, რომელიც გეგმების შეცვლას და ყურადღების გადატანას თქვენთვის უცნობ საკითხებზე გაიძულებთ. საუკეთესო დრო არაა იმიჯის შესაცვლელად, ამიტომ სილამაზის სალონში ან კოსმეტოლოგთან ვიზიტისგან თავი შეიკავეთ.
ქალწული
დროა, თქვენი პრინციპულობა გამოავლინოთ. ეს დღე ცდუნებებითა და მაცდური შესაძლებლობებით სავსეა. თუ სწორი გადაწყვეტილების მიღება გსურთ, ყურადღება საკუთარ სურვილებს უნდა მიაქციოთ და არა იმას რა სურთ თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
სასწორი
ეს დღე შეიძლება ისეთი არ გამოვიდეს, როგორც გეგმავდით, რადგან სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის განცდა გაკლიათ. იმის ნაცვლად, რომ დეპრესიაში ჩავარდეთ, ეცადეთ თავი სასიამოვნო წვრილმანებით გაიხალისოთ. მაგალითად, წახვიდეთ მაღაზიაში და შეიძინოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - დაიწყეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები, ესტუმრეთ სპორტდარბაზს, აუზს ან სპას.
მორიელი
დაბრკოლებები შეიძლება იქ გაჩნდეს, სადაც არ ელით. გირჩევთ თავი დაანებოთ ურთიერთობების გარკვევას და დამნაშავის ძებნას. მთელი ყურადღება მიმდინარე საკითხების მოგვარებაზე გადაიტანეთ. უარს ნუ იტყვით ახლობლების მხარდაჭერაზე და დახმარება თავადაც ითხოვეთ. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და სრულფასოვანი ძილით დატკბეთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის ამოცანები დაგეგმოთ, რადგან ყველაფერს ადვილად გაუმკლავდებით. თუ ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება ესაჭიროება, უარს ნუ ეტყვით. გახსოვდეთ, რომ სიკეთე ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაგიბრუნდებათ. სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდება თქვენს გვერდით ოდესმე, როცა ძალიან გაგიჭირდებათ. გამოიყენეთ საღამო კომფორტული დასვენებისთვის, იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე.
თხის რქა
ჯერჯერობით, ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს. ერიდეთ დაუფიქრებელ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს ნებისმიერი სიტყვა და ქმედება ყურადღებით უნდა აკონტროლოთ. გირჩევთ სამუშაო განრიგი და კვების რეჟიმი შეცვალოთ. ეს დაგეხმარებათ უფრო ენერგიული და ნაყოფიერი იყოთ.
მერწყული
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მიზნისმისაღწევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან - ამას შეიძლება უსიამოვნებები მოჰყვეს. ამ დღეს საყვარელი ადამიანიც კი გაღიზიანებთ, მაგრამ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და დაუფიქრებელი სიტყვით არ გაანაწყენოთ.
თევზები
ეს დღე მთლიანად სახლს და ოჯახის წევრებს უნდა დაუთმოთ. თუ ჯერჯერობით ცხოვრების პარტნიორს არ შეხვედრიხართ, მაშინ შეიძლება ეს დღეს მოხდეს. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, გარშემო მყოფებს ყურადღებით დააკვირდით და ეწცადეთ მათ მიმართ ძალიან კრიტიკული არ იყოთ.