ქალწულის სექსუალური დახასიათება
ქალწულის სექსუალური დახასიათება:
ქალწული
ქალწული მოწესრიგებული სადო-მაზოხისტია. ამიტომ ერთი შეხედვით სადა, მოკრძალებული და პატიოსანზე უპატიოსნესი ქალბატონი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადა, ლოგინში მაქციად, ვამპირად და გარყვნილ ალქაჯად გარდაიქმნება. ხოლო ცხვირზე სათვალედაკოსებული, სერიოზული ბანკირი – ასევე ზოდიაქოს ნიშნით ქალწული, სინამდვილეში ფეტიშისტი და სექსუალური მანიაკი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ თავად ამ ზოდიაქოს "უმანკო" სახელწოდება შეცდომაში ნუ შეგიყვანთ. ქალწულის სექსუალური ფანტაზიები, მის გარეგნულ მახასიათებლებს ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ შეესაბამება. თუმცა, სექსუალური გადახრების გარდა, ორივე სქესის ქალწულები, სხვის ნერვებზე თამაშის და "ტვინის პინცეტობის" დიდოსტატებიც არიან. ამიტომ, თუ მყარი ნერვული სისტემით არ გამოირჩევით, ქალწულთან ფლირტაობას თავი დაანებეთ. ეს იმიტომ, რომ ზოდიაქოს ნიშნებს შორის თუ ვინმეს შეიძლება "საბედისწერო პარტნიორი" ვუწოდოთ, ეს სწორედ ქალწულია.
ამ ადამიანებში საოცარი სიზუსტით ერწყმის ერთმანეთს გონებრივი მოქნილობა, გარეგნული სიცივე და შინაგანი ცეცხლი. სწორედ ეს "მოლოტოვის კოქტეილი" ხდის ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე სასურველ პარტნიორად ბევრისთვის. გაითვალისწინეთ, ის რომ ქალწულებს გასაოცარი სიჯიუტე და პრინციპულობა ახასიათებთ, რაც ურთიერთობების მათ მიერ დაწერილი სცენარით განვითარების მოთხოვნაში, ან სექსში კონკრეტული პოზების უგულველყოფაში ვლინდება. ამ შემთხვევაში რბილად რომ ვთქვათ "შუაზეც რომ გაირღვეთ" მაინც ვერ აიძულებთ მას ეს მკაცრი რეგლამენტი შეაცვლევინოთ.