თეგებით ძიება

სახალხო მკურნალი, ბიჭიკო ასკურავა გარდაიცვალა

გარდაიცვალა სახალხო მკურნალი, ბიჭიკო (ვლადიმერ) ასკურავა, ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობის თავისი საგვარეულო რეცეპტით მკურნალობით,ფართოდ გაითქვა სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც კი. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი "ჰო და არა" წერს.

"იგი იყო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ჩინეთ–ისრაელ–ამერიკის სახალხო მედიცინის აკადემიის წევრი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი.აათწლეულების განმავლობაში ის თავის უნიკალურ მალამოსთან ერთად თავადაც მალამოდ ედებოდა მასთან საშველად მისული ადამიანების სულს, მის უამრავ პაციენტთა შორის იყვნენ ყველაზე ცნობილი ადამიანები. ბიჭიკო ასკურავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში დაიბადა. სახალხო მკურნალობა მისი ოჯახური ტრადიცია იყო.

სახალხო მკურნალ ბიჭიკო ასკურავაზე ლეგენდებს ყვებოდენ. საოჯახო მალამოთი გატეხილი ძვლების შეხორცება ისე ხდებოდა, მოტეხილობის ნიშანწყალიც კი არ რჩებოდა. მკურნალობის ტრადიციული მეთოდი 300 წელს ითვლიდა. ეს საქმიანობა მამამ შეასწავლა, მოგვიანებით ისრაელში კლასიკური სამედიცინო განათლებაც მიიღო, მისი პაციენტები ერთხმად აღიარებენ მოტეხილობების მკურნალობის ასკურავასეული მეთოდის უპირატესობას", - აღნიშნულია ფეისბუქგვერდის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა