თეგებით ძიება

თენგიზ ცერცვაძე - ახალი წლის „კლასტერს“ ავცდით

ახალი წლის კლასტერს ავცდით, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „დილის შოუ“ განაცხადა.

მისი თქმით, 24 დეკემბრიდან ბევრი რამ გაიხსნა და იყო მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატება იქნებოდა, თუმცა ამას ავცდით.

„ახალი წლის "კლასტერს" ავცდით. 24-დან ბევრი რამ გაიხსნა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება, შემობრუნდეს ინფექციის მატება, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამას ავცდით. ეს იყო ერთგვარი ტესტი საქართველოსთვის, რომ არა ისე იდეალურად, როგორც ნორვეგიელები და შვედები აკეთებენ, მაგრამ საზოგადოებამ გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ისწავლა, ზედმიწევნით შეესრულებინა რეგულაციები, რამაც მოგვცა იმედი და მოლოდინი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა